2016-05-17 16:57:01, 810 ნახვა
ეკონომიკა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.1878 გახდა
ლარი დოლართან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, ოფიციალური კურსით, 1 დოლარი ხვალ, 2.1878 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.2003 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0125 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ოფიციალური კურსით, 1 ევრო ხვალ, 2.4788 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.4903 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0115 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან