23:11 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-17 16:49:46, 701 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა.

სხდომაზე 8 საკითხი განიხილეს, მათ შორის რეგიონის სამინისტროების კვარტალური ანგარიშები.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაურ ფუტკარაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2016 წლის პირველ კვარტლში გაწეული საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. სოფლის მეურნების მინისტრმა ისაუბრა ასევე აჭარის 2016-2020 წლების სოფლის განვითარების სტრატეგიის სახელმძღვანელო დოკუმენტზე, რომლის საჯარო პრეზენტაცია უახლოეს მომავალში მოეწყობა.

აჭარის  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2016 წლის პირველ კვარტლში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში ჯანდაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ წარმოადგინა. აღინიშნა, რომ სამინისტროს სერვისებით 5 751 ბენეფიციარმა ისარგებლა. მინისტრმა ისაუბრება ასევე სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილმა უწყების კვარტალური ანგარიშში სხვა საკითხებთან ერთად შეაჯამა სკოლების ინფრასტრუქტურული გაუმჯობესების ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები. რეგიონის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ვახტანგ წულაძემ კინტრიშის დაცულ ტერიტორიაზე სოფელ ხინომდე და მტირალას ეროვნულ პარკში სოფელ ჩაქვისთავამდე არსებული გზების მიმდინარე სარემონტო სამუშაოების განხორციელების შესახებ ისაუბრება. მთავრობის სხდომაზე ხაზი გაესვა ამ პროექტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად.

მთავრობის სხდომის დასასრულს არჩილ ხაბაძემ ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით კიდევ ერთ სიახლეზე ისაუბრა: წელს ბათუმის ძველ ბულვარში განთავსდება ახალი სასწრაფო ამბულატორია, რომელიც გადაუდებელ დახმარება გაუწევს ქალაქის დამსვენებლებს. თანამედროვე ტიპის ამბულატორია სულ ორია საქართველოში, ერთ-ერთი მათგანი საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ აჭარას გადმოსცა საჩუქრად.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში შეხვედრებს გამართავს
სააკაშვილი: პრეზიდენტ ალიევს აზერბაიჯანში „ფაქტობრივად“ არ ჰყავს პოლიტიკური პატიმრები
ყოფილი პრემიერი ნოღაიდელი - მიწაზე მცოცავი სააკაშვილი მე ვერ მიწოდებს მოღალატეს
ივანიშვილმა და ალიევმა ენერგეტიკისა და ლოჯისტიკის სფეროში პარტნიორობა განიხილეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics