16:23 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-17 12:14:47, 1047 ნახვა

მსოფლიო
აზერბაიჯანისა და სომხეთის თავდაცვის სამინისტროები კონფლიქტის ზონაში მსხვერპლის შესახებ იტყობინებიან

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედრო დაიღუპა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა განაცხადა. 

როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, 17 მაისს  სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შედეგად გამყოფ ხაზთან აზერბაიჯანის არმიის სამხედრო დაიღუპა. 

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საპასუხო ზომების შედეგად მოწინააღმდეგეს მხრიდან ასევე არის მსხვერპლი.

თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მხრიდან ინტენსიური ცეცხლის შედეგად მთიანი ყარაბაღის დეფაქტო რესპუბლიკის ძალების სამხედრო დაიღუპა.

შეგახსენებთ, რომ 16 მაისს ეუთო-ს მინსკის ჯგუფის შუამავლობით ვენაში ილჰამ ალიევისა და სერჟ სარგსიანის შეხვედრა გაიმართა. როგორც მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები სამშვიდობო შეთანხმების პირობების შესრულებაზე შეთანხმდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics