21:17 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-17 11:09:15, 1139 ნახვა

მსოფლიო
The Telegraph: ევროკავშირში შიშობენ, რომ თურქეთისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება ტერაქტების საფრთხეს გაზრდის

ევროკავშირში შიშობენ, რომ თურქეთისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შემთხვევაში, ევროპაში ტერაქტების საფრთხე გაიზარდება, - ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Telegraph ევროკომისიის ანგარიშზე დაყრდნობით წერს.  

“თურქეთის მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის მოსალოდნელმა ლიბერალიზაციამ შესაძლოა, პოტენციურად იქონიოს გავლენა ევროკავშირის ქვეყნებში ტერორისტულ რისკებზე”, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, მოსალოდნელია, რომ როგორც კი თურქეთის მოქალაქეები უვიზო რეჟიმს მიიღებენ, უცხოელები ეცდებიან, მიიღონ თურქული პასპორტები, რომ დაუბკოლებლად მოხვდნენ ევროკავშირის სახელმწიფოებში ან ეცდებიან, არალეგალური გზით მოიპოვონ თურქეთის მოქალაქეობა. ანგარიშის ავტორები ვარაუდობენ, რომ ტერორისტები ეცდებიან ევროკავშირში შეღწევას თურქეთში გაცემული სხვისი პასპორტების გამოყენებით.

“ეს შესაძლებლობა მოიზიდავს არა მხოლოდ არალეგალ მიგრანტებს, არამედ დამნაშავებსა და ტერორისტებს”,  -ნათქვამია ევროკომისიის ანგარიშში

როგორც The Telegraph წერს, ევროკომისიამ ცოტა ხნის წინ ვიზელიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციტივა კოსოვოსთვის წარადგინა, უკრაინისთვის და საქართველოსთვის, "რომლებიც მოცული არიან ორგანიზებული დანაშაულით". 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics