21:21 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-13 16:21:33, 1027 ნახვა

მსოფლიო
მამაკაცს, რომელმაც პუტინს კორუფციის შესახებ შესჩივლა,ჩეჩნეთში სახლი დაუწვეს

ჩეჩნეთში სოფელ კენხის მცხოვრების რამაზან ჯალალდინოვის სახლი დაწვეს. მისი სახლი მას შემდეგ დაწვეს, რაც მან პუტინს  ჩეჩნეთში კორუფციის შესახებ შესჩივლა, -  ამის შესახებ "ნოვაია-გაზეტა" იუწყება.

მედიის ინფორმაციით, ჯალალდინოვმა აპრილში რუსეთის პრეზიდენტისადმი მიძღვნილი ვიდეომიმართვა ჩაწერა გაავრცელა, რომელშიც ვლადიმერ პუტინს ჩეჩნეთში კორუფციის შესახებ შესჩივლა.

კერძოდ, მამაკაცი უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ ადგილობრივი თანამდებობის პირები სტიქიის შედეგად დაზრალებულ მოსახლეობას კომპენსაციის სანაცვლოდ ქრთამს სთხოვდნენ.

როგორც მედია საშუალება წერს, კენხიში ჯალალდინოვის სახლი 12 მაისს, ღამით დაწვეს. ოჯახის წევრების თქმით, ღამით მათთან ნიღბიანი პირები მივიდნენ, რომლებმაც ისინი მანქანაში ჩასვეს და სხვა რაიონში წაიყვანეს, თავად სახლი კი დაწვეს. დაზარალებულების მტკიცებით, თავდამსხმელებმა სოფლის მცხოვრებლებს სახლების დაწვის მუქარით მომხდარის შესახებ საუბარი აუკრძალეს.

დაზარალებულის მეზობლები დაშინების შემდეგ იძულებულები გახდნენ, რომ ჯალალდინოვი ფსიქიკურად დაავადებულად გამოეყვანათ, მაგრამ მოსახლეობის ის ნაწილი, რომელმაც ამაზე უარი განაცხადა, სამართალდამცველებმა დააკავეს.

ცნობისთვის, როგორც დღეს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პეკსოვმა განაცხადა, სამართალდამცველებმა დაუყოვნებლივი რეაგირება უნდა მაოხდინონ, თუკი ჩეჩნეთის მცხოვრების სახლის დაწვის შესახებ ინფორმაცია დადასტურდება. ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის პრესმდივანი კი აცხადებს, რომ მან სოფელ კენხიში მომხდარის შესახებ არაფერი იცის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics