14:58 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-24 15:16:16, 459 ნახვა

საზოგადოება
„ვითიბი ბანკის“ მხარდაჭერით, მოსწავლეებისთვის ოლიმპიადა „ევერესტი“ გაიმართება

28 თერბერვალს და 1 მარტს, „ვითიბი ბანკის“ მხარდაჭერით, მოსწავლეებისთვის მეორედან მეექვსე კლასის ჩათვლით, მათემატიკური ოლიმპიადა „ევერესტი“-ს პირველი ტური გაიმართება.

უკვე მეორედ ოლიმპიადაში მონაწილეობის შესაძლებლობა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ბავშვებსაც მიეცემათ. ამ მომენტისთვის ოლიმპიადაში მონაწილეობის სურვილი უკვე 25000-ზე მეტმა მოსწავლემ გამოთქვა. რეგისტრაცია 25 თებერვალს მთავრდება.

ოლიმპიადის გამარჯვებულებს სიგელებთან და ფასიან საჩუქრებთან ერთად, „ვითიბი ბანკისგან“ ფულადი პრიზები გადაეცემათ. ოლიმპიადის იმ მონაწილეს, რომელიც შეძლებს და ამოხსნის ყველა ამოცანას, გადაეცემა სუპერპრიზი, 1000 ლარიანი საბავშვო ანაბარი. 

„ვითიბი ბანკისთვის მნიშვნელოვანია ასეთი პროექტების მხარდაჭერა. ოლიმპიადა „ევერესტი“ აძლევს ბავშვებს, საკუთარი ცოდნის და ერუდიციის გამოვლენის შესაძლებლობას. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს მიერ, გადაცემული ფულადი პრიზები ხელს შეუწყობს ნიჭიერი ბავშვების კიდევ უფრო დიდ წარმატებას მომავალში“, - განაცხადა „ვითიბი ბანკის“ ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი ბარკალაიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics