2016-05-13 10:54:26, 806 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სარეიტინგო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ
ლონდონში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაზე მყოფი ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე სარეიტინგო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და რეგიონში არსებული მაკროეკონომიკური ვითარება და საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან