2016-05-12 09:54:48, 1008 ნახვა
ეკონომიკა
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში უცვლელია
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში უცვლელი დარჩა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღევანდელის მსგავსად, ხვალაც 2.2126 ლარი ეღირება. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0000 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში მცირედით ისევ გაუფასურდა. ოფიციალური კურსით, 1 ევრო ხვალ, 2.5213 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 2.5177 ლარს შეადგენს. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0036 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან