2016-04-28 14:15:41, 1102 ნახვა
მსოფლიო
Apple-ის შტაბ-ბინაში უცნობი ადამიანის ცხედარი იპოვეს
Apple-ის შტაბ-ბინაში უცნობი ადამიანის ცხედარი იპოვეს, - ამის შესახებ Forbes იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, შტაბ-ბინაში, რომელიც კალიფორნიის შტატში მდებარეობს უცნობი ადამიანის ცხედარი იპოვეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველები კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა გამოძიება უკვე დაწყებულია.
კომპანია Apple-ის წარმომადგენლები მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.
მედიის ინფორმაციით, საუბარია ახალგაზრდა მამაკაცზე, თუმცა პოლიციის ცნობით გარდაცვლილი კომპანიის თანამშრომელია. მის ცხედართან სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი იპოვეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან