16:51 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-27 17:50:16, 623 ნახვა

რეგიონი
ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს რეაბილიტაციის პროცესი იწყება

ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის შენობის A კორპუსის რეაბილიტაციის პროცესი იწყება.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად შენობა ტენდერში გამარჯვებულ კონტრაქტორ ფირმას ჩაბარდა. პროცესს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, ბათუმში თურქეთის გენერალური კონსული იასინ თემიზქანი და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) საქართველოს ოფისის კოორდინატორი მუსტაფა ქორქმაზი ესწრებოდნენ.

აჭარაში ინფექციური საავადმყოფო 1960 წლიდან ფუნციონირებს, ბოლოს შენობას სრული რემონტი 80-იან წლებში ჩაუტარდა. მას შემდეგ რამდენჯერმე გადაიღება, მაგრამ დაწესებუელბა მაინც არ შეესაბამება თანამედროვე სამედიცინო სტანდარტებს. შენობის ნაწილში სამედიცინო საქმიანობის განხორციელება შეუძლებელია.

შენობის A კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით 8 თვეს გაგრძელდება, ამ ხნის განმავლობაში დაწესებულება შეუფერხებლად განახორციელებს სამედიცინო საქმიანობას, ტერიტორიაზე არსებულ სხვა კორპუსებში. დასრულების შემდეგ რებილიტირებულ შენობაში განთავსდება ამბულატორია, ინფექციური განყოფილება და შიდსის ცენტრი.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო (TIKA) დააფინანსებს. შენობის რეაბილიტაციისათვის მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯება.

აჭარის მთავრობას, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსთან ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის სხვა წარმატებული მაგალითებიც აქვს. ერთ-ერთი ასეთია, მახინჯაურის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სარეაბილიტაციო ცენტრის შენობის სრული რეაბილიტაცია-აღჭურვა. ამ დახმარებით, ყოველდღიურად ცენტრში 150-მე შშმ ბავშვი რეაბილიტაციის კურსს ადაპტირებულ გარემოში გადის. სააგენტოს მხარდაჭერით ასევე აშენდა აღიჭურვა სოფელ ცხემლარის თემის სამედიცინო პუნქტი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
ერთი პირი სტუმრად ყოფნისას შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა, ორმა მამაკაცმა ცხედარი ტყეში დამალეს და მიიმალნენ
აქედან არ გავალთ,- ოჯახები, რომლებსაც საკუთრებას ჩამოართმევენ
ყველაზე მასშტაბური გუნდური ოლიმპიადა საქართველოში - როგორია საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM ოლიმპიადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics