2015-02-22 16:23:16, 886 ნახვა
მსოფლიო
ხარკოვში „ერთიანობის მარშის“ დროს მომხდარ აფეთქებას 2 ადამიანი ემსხვერპლა
ხარკოვში „ერთიანობის მარშის“ დროს მომხდარი აფეთქების შედეგად დაახლოებით 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო რამოდენიმე მძიმედაა დაშავებული.
ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც მარშის მონაწილეები სპორტის სასახლიდან თავისუფლების მოედნისკენ უნდა დაძრულიყვნენ, სადაც აღმოსავლეთ უკრაინაში დაღუპული ჯარისკაცების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი უნდა გადაეხადათ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან