2015-02-19 16:49:17, 757 ნახვა
მსოფლიო
ბოლო 24 საათის განმავლობაში დონბასში 14 მებრძოლი დაიღუპა, 172 დაჭრილია
აღმოსავლეთ უკრაინაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში 14 უკრაინელი მებრძოლი დაიღუპა, 172 კი მძიმედ დაშავდა.
ამის შესახებ უკრაინის ანტიტერორისტული შტაბის ხელმძღვანელმა სერგეი ლისენკომ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ მინსკში მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, პრორუს სეპარატისტებს და უკრაინელ სამხედროებს შორის საბრძოლო დაპირისპირება არ წყდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან