|
2016-04-07 16:27:53, 733 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: გაჩნდა ასეთი ფენომენი - „გიორგი კვირიკაშვილის ეფექტი“, რაც პირდაპირ აისახა ბიზნესზე
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობას უაღრესად დადებითად და პროდუქტიულად შევაფასებ და ამას არაერთი კვლევაც ადასტურებს“ - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, თუ როგორ აფასებენ საქართველოს მთავრობის წევრები პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობის ას დღეს. „გაჩნდა ასეთი ფენომენი - „გიორგი კვირიკაშვილის ეფექტი“, რომელიც პირდაპირ აისახა ბიზნესის დამოკიდებულებაზე ბიზნესის კეთებისადმი და იმ მონდომებისადმი, რომ უფრო მეტი ბიზნესი დაიწყოს და განვითარდეს საქართველოში. პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული ყველა რეფორმა ამ წუთში მიმდინარეობს. მათ შორის გადასახადების დაწევის ნაწილში ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმის განხილვა პარლამენტის კომიტეტებში უკვე დაიწყო და ვიმედოვნებთ, რომ გვექნება ძალიან დიდი მხარდაჭერა. პრაქტიკულად დასრულებული გვაქვს და უახლოეს დღეებში დაანონსდება „სტარტაფების“ მიმართულება. ასევე ჩავატარეთ განათლების რეფორმის პრეზენტაცია და რეფორმა უკვე მოქმედებაშია“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. ვიცე-პრემიერის შეფასებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული სივრცითი განვითარების რეფორმა. „ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ დონორ ორგანიზაციებთან. ასევე აქტიურად ვმუშაობთ ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის და აქაც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი გვექნება, ეს არის გზები, ხიდები და ის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, მათ შორის ანაკლიის პორტი, რომელიც ქვეყანას კიდევ უფრო გააძლიერებს და გააჯანსაღებს. ასევე ვგეგმავთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების, მათ შორის მულახის თემისა და თუშეთის სივრცით განვითარებას. ვფიქრობთ ასევე მალთაყვის ნაწილში გავაკეთოთ სივრცითი განვითარება. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დადებითად წაადგება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
ახალგორის რაიონში გადაადგილების საშვების გაცემა განახლდა - DRI
Starbucks-ი ოფიციალურად შემოდის საქართველოს ბაზარზე
სოციალური სამართლიანობის ცენტრი: პატიმრების კვება საქართველოში სერიოზულ კითხვებს ბადებს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)