13:59 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-31 15:55:14, 569 ნახვა

რეგიონი
ტურისტულმა სააგენტოებმა და გიდებმა სარფის ლაზურ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ადმინისტრაციისგან სპეციალურ შეთავაზებები მიიღეს

აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ აჭარაში მოქმედ ტურისტულ სააგენტოებსა და გიდებს ინფო ტურზე უმასპინძლა.

ტურის ფარგლებში 50-მდე მონაწილე სარფის ლაზურ-ეთნოგრაფიული მუზეუმის სერვისებს გაეცნო და იქ განთავსებული ექსპონატები დაათვალიერა. გარდა ამისა, მათ მუზეუმის ადმინისტრაციისგან სპეციალური შეთავაზებები მიიღეს, რაც ჯგუფების შემთხვევაში სპეციალურ ფასდაკლებებს ითვალისწინებს.

ლაზური ეთნოგრაფიული მუზეუმი 2012 წელს დაარდა. მუზეუმი გამორჩეულია რეგიონში მასში წარმოდგენილი ექსპონატებით. მუზეუმის სივრცეში დაცულია ლაზური ტრადიციებისა და ყოფა-ცხოვრების ამსახველი ნივთები, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ექსპონატები, ლაზური ეთნოგრაფიული ნივთები და ლაზი მხატვრის ჰასან ჰელიმიშის ფერწერული ტილოები.

„ჩვენი მიზანია პოპულარიზაცია გავუწიოთ მუზეუმს, რომელსაც საკმაოდ კარგი შეთავაზებები აქვს ტურისტული სააგენტოებისთვის. ასევე, გავაცნოთ რეგიონში მოქმედ სააგენტოებსა და გიდებს სარფის ტურისტული პოტენციალი, რომელიც საინტერესო იქნება ტურისტებისთვის. ინფოტურის ფარგლებში მონაწილეებს სოფელი კალენდრეც დავათვალიერებინეთ, საიდანაც სარფის ლამაზი პეიზაჟი იშლება და სარფის საბაჯო გამშვებ პუნქტზე გავაცანით ჩვენი ტურისტული საინფორმაციო ცენტრის მიერ შეთავაზებული სერვისები“, - განაცხადა აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა თინათინ ზოიძემ.

ინფო ტური აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით ჩატარდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics