12:38 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-16 19:55:18, 1793 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე უარს ამბობს ჰომოფობიური ე.წ ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის გაუქმებაზე

არ ვაპირებთ გამჭვირვალობის შესახებ და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონმდებლობის გადახედვას, გამომდინარე იქიდან, რომ კრიტიკა არ ეფუძნება არავითარ არგუმენტებს, - ამის შესახებ ივანიშვილის დანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშში არის საკითხები, რომლებიც სიცრუეზეა დაფუძნებული. 

„როცა საქმე ეხება არჩევნებში გამოვლენილ პრაქტიკულ ხარვეზებს, ამაზე ბუნებრივია, მუდმივად უნდა გაგრძელდეს მუშაობა. რაც შეეხება გადაცდომების პრევენციას, ესეც არის ის, რაზეც მუდმივად უნდა ვიმუშაოთ. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რომლის მიხედვითაც ვიმოქმედებთ. რაც შეეხება სხვა საკითხებს, რომლებიც დაფუძნებულია სიცრუეზე, მაგალითად, ტერმინი წამება გამოიყენება, როდესაც თავადვე აცხადებს ავტორი, რომ წამება არსად არ დაუდგენია. საუბარია იგივე კამიტზე და ა.შ. ამას არავითარი ფასი არ აქვს. რაც შეეხება კანომდებლობას გამჭვირვალობის შესახებ, ოჯახური ღირებულებების შესახებ, ბუნებრივია, აქაც არ ვაპირებთ კანონმდებლობის გადახედვას, გამომდინარე იქიდან, რომ კრიტიკა არ ეფუძნება არავითარ არგუმენტებს. საერთოდ არ არის ასეთი არგუმენტები წარმოდგენილი, იგივე ეხება სხვა პუნქტებსაც, მედიის სუბიექტურობას, შეკრების ნაწილში შემოღებულ რეგულაციებს და ა.შ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics