|
2016-03-30 20:20:00, 663 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილმა და ფილიპ ჰამონდმა შაჰ-დენიზის მეორე ფაზის სამუშაოები დაათვალიერეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის სახელმწიფო მდივანმა ფილიპ ჰამონდმა შაჰ-დენიზის პროექტის მეორე ფაზის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გაფართოების სამუშაოები მნიშვნელოვან ფაზაში შევიდა. პროექტის მიხედვით, გაზსადენის გამტარუნარიანობა 16 მილიარდი კუბური მეტრით გაიზრდება. განახლებული მილით მოხდება ევროპაში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება კასპიის ზღვიდან, თურქეთის გავლით. პროექტის მიხედვით, 2018-19 წლებიდან საქართველო ბუნებრივი აირის გაზრდილ მოცულობას შეღავათიან ფასად მიიღებს. საქართველოში განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა 2 მილიარდ დოლარს შეადგენს. სამუშაოებს კომპანია ,,BP“ აწარმოებს. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ პროექტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როგორც საქართველოსთვის, ასევე მთლიანად რეგიონისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)