20:49 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-05 13:18:11, 1809 ნახვა

პოლიტიკა
ჯო უილსონი: „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა ვალის მონობაში გაყიდა

„ქართულმა ოცნებამ ფაქტობრივად საქართველოს ინფრასტრუქტურა ჩინეთის კომუნისტურ პარტიას გადასცა“, - განაცხადა ჯო უილსონმა აშშ-ის ჰელსინკის კომისიის მოსმენაზე. სიტყვით გამოსვლისას ამერიკელმა პოლიტიკოსმა ევროპულ ქვეყნებს მოუწოდა, ჩინეთის მხრიდან წარმოქმნილი საფრთხის წინაშე ფხიზლად და პრინციპულად ემოქმედათ.

„დიქტატორების მიერ გამოყენებული ტაქტიკა სულ უფრო მსგავსი, სულ უფრო დახვეწილი და საგანგაშო ხდება, რადგან მათ ტექნოლოგიები და ინოვაციები უჭერს მხარს. ეს ტაქტიკა სრული ძალით ხორციელდება საქართველოში...

ქართველი ხალხი თავისუფლებას და კეთილდღეობას ითხოვს და არა ჩინური დიპლომატიისა და რუსული ოლიგარქიის სასიკვდილო ხაფანგს. ბიძინა ივანიშვილისა და მისი „ქართული ოცნების“ პარტიის დიქტატურამ თითქმის ყველა ოპოზიციური ლიდერი დააპატიმრა და უგულებელყო ქართველი ხალხი, რომელსაც თავისუფლება და კეთილდღეობა სურს და არა ჩინური „ვალის ხაფანგის დიპლომატია“ და რუსული ოლიგარქია.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამართლიანად მიანიჭა პრიორიტეტი ცენტრალურ აზიასა და შუა დერეფანს ჩვენი მიწოდების ჯაჭვების უზრუნველსაყოფად და დივერსიფიკაციისთვის. „ქართულმა ოცნებამ“ ფაქტობრივად საქართველოს ინფრასტრუქტურა ჩინეთის კომუნისტურ პარტიას გადასცა და ქვეყანა ვალის მონობაში გაყიდა. ამერიკის წვდომას შუა დერეფანზე ეფექტურად აკონტროლებს ჩინეთის კომუნისტური პარტია“, - განაცხადა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მდინარაძის ქონებრივი დეკლარაციები დამალეს და აღარ იძებნება
27-ე ბიბლიოთეკა გორის N3 საჯარო სკოლაში გაიხსნა - BOG, განათლების მთავარი მხარდამჭერი
ალიევი - ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
მოღალატევ, რუსების მონა - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ყოფილ პრემიერ ნოღაიდელს დაუპირისპირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics