14:32 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-26 22:37:08, 738 ნახვა

ეკონომიკა
"ლიბერთი ბანკი" ყალბი 20 ლარიანი ბანკნოტის გავრცელებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას აკეთებეს

"ლიბერთი ბანკი" ყალბი 20 ლარიანი ბანკნოტის გავრცელებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას აკეთებეს. "ლიბერთი ბანკი" კატეგორიულად გამორიცხავს მისი ბანკომატების საშუალებით ყალბი ბანკნოტების გავრცელებას.

"ექსპრესნიუსი" ლიბერთი ბანკის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"გვსურს გამოვეხმაუროთ თითქოსდა ლიბერთი ბანკის ბანკომატის საშუალებით 20 ლარიანი ბანკნოტის გაცემასთან დაკავშირებით დღეს გავრცელებულ ინფორმაციას.

ლიბერთი ბანკში დანერგილია ბანკის ქსელის მეშვეობით თანხის მიმოქცევის უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტები, რაც სრულად უზრუნველყოფს ყალბი ბანკნოტების გავრცელების პრევენციას ქსელის მასშტაბით. ბანკის თანამშრომლები მკაცრად ითვალისწინებენ ბანკომატში თანხის ჩატვირთვის უსაფრთხოების დადგენილ ნორმებს. ბანკომატში ძირითადად იტვირთება ეროვნული ბანკისგან მიღებული ბანკნოტები. ბანკომატის ქსელში ჩატვირთვამდე, ბანკის ფულის მიმოქცევის დეპარტამენტისა და ბანკომატების ჯგუფის შესაბამისი სპეციალისტების მიერ ბანკნოტები მოწმდება Giesecke & Dervient ყალბი ბანკოტების ამომცნობი და დამხარისხებელი მოწყობილობების მეშვეობით, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია აღნიშნული მოწყობილობების წარმოების ბაზარზე და სრულად აკმაყოფილებს უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებს. მოწყობილობა სათითაოდ ამოწმებს თითოეულ ბანკნოტს და ცალკე გამოყოფს საეჭვო ბანკნოტებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რათა დამატებით მოხდეს ბანკნოტების ვიზუალური დათვალიერება და ელექტრო მოწყობილობით შეფასება. ბანკომატში იტვირთება მხოლოდ შემოწმების შედეგად დამტკიცებული ბანკნოტები. ლიბერთი ბანკი საკუთარ მომხმარებელს 450-მდე ბანკომატით ემსახურება, საიდანაც მომხმარებელს ყოველთვიურად საშუალოდ 170 მილიონ ლარამდე ოდენობის თანხა გააქვს.

რაც შეეხება, ფულადი თანხის მიმოქცევას ლიბერთი ბანკის მომსახურების ცენტრებში, მოლარე ოპერატორები და სხვა შესაბამისი თანამშრომლები, ვიზუალური დათვალიერების გარდა, კუპიურებს ამოწმებენ სპეციალური ელექტრონული მოწყობილობებით, რაც დამატებით უზრუნველყოფს ყალბი ბანკნოტების მიმოქცევის პრევენციას საბანკო ქსელის სალაროებში. ამასთან აღსანიშნავია, რომ სალაროში მოხვედრილი თანხა, ბანკომატში მოხვედრამდე ვიზუალური დათვალიერების და სალაროს ელექტრო მოწყობილობის შემოწმების გარდა, დამატებით სრულად გაივლის ბანკომატში თანხის ჩატვირთვის უსაფრთხოების ზემოაღნიშნულ პროცედურას.

მიუხედავად იმისა, რომ ბანკში მკაცრად არის დაცული უსაფრთხოების წესები და გამოვრიცხავთ ბანკომატის საშუალებით ყალბი ბანკნოტის გავრცელების შესაძლებლობას, ლიბერთი ბანკი მზად არის ნებისმიერი ფორმით ითანამშრომლოს სამართალდამცავ სტრუქტურებთან გავრცელებულ ფაქტზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით.

სამართალდამცავ სტრუქტურებთან თანამშრომლობის პარალელურად, ლიბერთი ბანკი განაგრძობს საკუთარი მომხმარებლების უფლებების დაცვასა და მათ ფინანსურ უსაფრთხოებაზე ზრუნვას."

ცნობისთვის, დღეს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ლიბერთი ბანკის" ბანკომატის მეშვეობით ერთი ცალი ყალბი 20-ლარიანი ბანკნოტი გავრცელდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics