18:34 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-25 10:03:22, 668 ნახვა

ეკონომიკა
მთავრობა რძის მწარმოებელი სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამას იწყებს

მთავრობა კიდევ ერთი პროგრამას- „რძის მწარმოებელი სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერა“ იწყებს.

როგორც პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, პროგრამა  საშუალებას მისცემს  მესაქონლეობის და სასოფლო სამეურნეო კოოპერატივებს, არამარტო რძის შემკრები პუნქტი მოაწყონ, არამედ ასეთ კოოპერატივებს  რძის ხარისხის შესამოწმებელი საველე აპარატურაც გადაეცემათ.

„ვიწყებთ კიდევ ერთ პროგრამას- „რძის მწარმოებელი სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერა“, რომელიც საშუალებას აძლევს მესაქონლეობის და სასოფლო სამეურნეო კოოპერატივებს, არამარტო რძის შემკრები პუნქტი მოაწყონ, არამედ ასეთ კოოპერატივებს გადაეცემათ რძის ხარისხის შესამოწმებელი საველე აპარატურა, რომელიც 40-დან 75 ათასამდე ღირებულების აღჭურვილობის გადაცემას გულისხმობს. ასეთი დღეს არის დაახლოებით, 30-მდე კოოპერატივი და ეს პროგრამა საშაულებას მისცემს მათ, არამარტო შეაგროვონ ადგილებზე რძე და შემდგომში მიაწოდონ უფრო მსხვილ მწარმოებლებს, არამედ თავადაც აწარმოონ რძის პროდუქტები და მათ შორის ყველის წარმოებაზე გადავიდნენ, რაც სოფლად წვრილი მეწარმეობის განვითარებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
ახალგორის რაიონში გადაადგილების საშვების გაცემა განახლდა - DRI
Starbucks-ი ოფიციალურად შემოდის საქართველოს ბაზარზე
სოციალური სამართლიანობის ცენტრი: პატიმრების კვება საქართველოში სერიოზულ კითხვებს ბადებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics