23:46 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-19 02:08:19, 1967 ნახვა

კომენტარი
Financial Times - უკრაინა არ დათანხმდება არცერთ შეთანხმებას, სადაც მოუწევს ტერიტორიული დათმობა რუსეთისთვის

Financial Times-ის ინფორმაციით, ზელენსკიმ ტრამპთან შეხვედრის დროს მოითხოვა  რუსეთისგან  მიყენებული ზარალისთვის მიიღოს   კომპენსაცია $300 მილიარდი დოლარის ღირებულების გაყინული რუსული სუვერენული აქტივების  გამოყენებით . 

გამოცემის ცნობით, კიევი და ვაშინგტონი ასევე დადებენ 50 მილიარდი დოლარის ღირებულების ხელშეკრულებას უკრაინული კომპანიების მიერ დრონების წარმოებისთვის.

დოკუმენტში წერია, რომ მშვიდობა ვერ დამყარდება დათმობებით ან „საჩუქრებით“ პუტინისთვის — საჭიროა მტკიცე უსაფრთხოების სისტემა, რომელიც მომავალში აგრესიას შეაჩერებს.

დოკუმენტში არ არის მითითებული, თუ რა იარაღს ითხოვს უკრაინა შეთანხმების ფარგლებში, თუმცა კიევმა ადრე გამოთქვა სურვილი, შეიძინოს მინიმუმ 10 ამერიკული „პატრიოტის“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემა.

ამავდროულად, „ფაინენშალ ტაიმსი“ ამტკიცებს, რომ კიევი არ მიიღებს არცერთ შეთანხმებას, რომელიც რუსეთისთვის ტერიტორიულ დათმობებს მოიცავს და პირველ რიგში ცეცხლის შეწყვეტაზე დაჟინებით მოითხოვს. გარდა ამისა, უკრაინა უარყოფს ფრონტის ხაზის გაყინვის წინადადებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics