02:09 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-27 10:08:29, 860 ნახვა

მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი - საჭიროა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ძლიერი, მე-18 პაკეტი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მისი აგრესიის შეზღუდვის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ინსტრუმენტად რჩება.

„ახლა საჭიროა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მართლაც ძლიერი, მე-18 პაკეტი. მთავარი სამიზნეები უნდა იყოს რუსული ნავთობი, მისი ჩრდილოვანი ტანკერების ფლოტი, რუსული ბანკები და სხვა ფინანსური ინსტრუმენტები, ასევე მიწოდების ჯაჭვები, რომლებიც იარაღის წარმოებისთვის აღჭურვილობას ან ნაწილებს ამარაგებენ“, - განაცხადა ზელენსკიმ, რომელმაც ევროკავშირის ლიდერებს სამიტზე ონლაინრეჟიმში მიმართა.

მისი თქმით, „იმისათვის, რომ ომში რუსეთის მადა შემცირდეს, მისი ნავთობის შემოსავლები უნდა შემცირდეს“.

„ამიტომ, გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ რუსულ ნავთობზე ფასის ზღვრის შემცირების შემდგომ ნაბიჯებს. რეალური, მდგრადი მშვიდობისთვის - და ეს გუშინ გავუზიარეთ ყველა პარტნიორს, ევროპიდან და შეერთებული შტატებიდან - აუცილებელია ბარელზე 30 დოლარის დადგენა, რათა დაიბლოკოს რუსეთის შესაძლებლობა, საკუთარი აგრესია დააფინანსოს“, - განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics