18:39 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-24 15:22:48, 741 ნახვა

მსოფლიო
ფრიდრიხ მერცი - რუსეთი ნამდვილი მშვიდობის მიღწევით დაინტერესებული არ არის

რუსეთი ნამდვილი მშვიდობის მიღწევით დაინტერესებული არ არის, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ნამდვილი და ხანგრძლივი მშვიდობა ყველა მხარის მხრიდან მზადყოფნას მოითხოვს და რუსეთიდან მომავალი სიგნალები აჩვენებს, რომ ამჟამად ის მშვიდობისთვის მზად არ არის, პირიქით“, - განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.

გერმანიის კანცლერმა ევროკავშირის სახელმწიფოებს მოუწოდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტს მხარი დაუჭირონ.

„სანქციებმა პუტინის ომის მანქანის დასაფინანსებლად გამოყენებულ ჩრდილოვან ფლოტს მნიშვნელოვანი დარტყმა უნდა მიაყენოს. კვლავ დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკის მთავრობაც ამ გზას აირჩევს“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics