19:32 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-21 10:57:29, 818 ნახვა

მსოფლიო
ისრაელის საჰაერო ძალების განცხადებით, ირანში რაკეტების საწყობებს დაარტყეს

ისრაელის საჰაერო ძალების განცხადებით, ირანში რაკეტების საწყობებს დაარტყეს.

„საჰაერო ძალებმა ცენტრალურ ირანში რაკეტების საწყობებსა და რაკეტების გამშვებ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების ახალი ტალღა დაიწყო“, - ნათქვამია ისრაელის საჰაერო ძალების განცხადებაში.

ასევე, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ლიკვიდირებულია ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის მეთაური, რომელიც ისრაელის მიმართულებით დრონების გაშვებაზე იყო პასუხისმგებელი.

„გუშინ ისრაელის საჰაერო ძალებმა გამანადგურებელი თვითმფრინავების გამოყენებით რევოლუციის გვარდიის საჰაერო ძალების უპილოტო საფრენი აპარატების მეორე დანაყოფის მეთაური, ამინ ფორ ჯუდხი გაანეიტრალეს“, - წერს ისრაელის თავდაცვის ძალები X-ზე.

ამასთან, ირანის საინფორმაციო სააგენტო „ფარსი“-ს ინფორმაციით, ისრაელმა ისპაჰანის ბირთვულ ობიექტს დაარტყა, თუმცა დარტყმის შედეგად, სახიფათო ნარჩენების გაჟონვა არ მომხდარა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღამით ირანმა ისრაელის მიმართულებით 5 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რის შემდეგაც საჰაერო განგაშის სირენების ხმა თელ-ავივსა და ცენტრალურ ისრაელში ისმოდა.

ისრაელის საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics