19:32 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-20 15:39:20, 710 ნახვა

მსოფლიო
ისრაელ კაცი - თავდაცვის ძალებს, ირანის რეჟიმის დესტაბილიზაციის მიზნით, თეირანში სამიზნეებზე დარტყმების გაძლიერება დავავალე

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, ქვეყნის თავდაცვის ძალებს დაავალა, თეირანში სამიზნეებზე დარტყმები გააძლიერონ, რათა ირანის რეჟიმის დესტაბილიზაცია გამოიწვიონ.

„ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ რეჟიმის ყველა სიმბოლოს და მისი ჩაგვრის მექანიზმებს, როგორიცაა ბასიჯი [ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის შემადგენლობაში შემავალი შეიარაღებული დაჯგუფება], ასევე რეჟიმის ძალაუფლების ბაზას, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, ისრაელმა უნდა განახორციელოს მოსახლეობის მასობრივი ევაკუაცია თეირანიდან, რეჟიმის დესტაბილიზაციისა და ისრაელის შიდა ფრონტზე რაკეტების გაშვების საპასუხოდ შეკავების ძალის გაზრდის მიზნით.

„ისრაელმა, ამავდროულად, უნდა განაგრძოს ობიექტებისა და მეცნიერების დაბომბვა ირანის ბირთვული პროგრამის ჩაშლის მიზნით, სანამ ოპერაციის ყველა მიზანი სრულად არ იქნება მიღწეული“, - აღნიშნა ისრაელ კაცმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics