22:28 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-12 09:46:59, 625 ნახვა

მსოფლიო
ანდრეი სიბიგა - ოდესის სამიტზე უკრაინისთვის დახმარების დამატებითი პაკეტები დადასტურდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, ოდესაში „უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის“ სამიტის ფარგლებში გამართული ორმხრივი შეხვედრების დროს კიევისთვის თავდაცვის სფეროში დამატებითი მხარდაჭერის საკითხი განიხილეს.

მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მის კოლეგებს შორის გამართული ორმხრივი შეხვედრების დროს ზოგიერთი ქვეყნის მხრიდან თავდაცვის სფეროში დახმარების დამატებითი პაკეტები დადასტურდა.

სიბიგას ინფორმაციით, ლიდერებმა ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა და უკრაინის ენერგეტიკული მდგრადობის გაძლიერება განიხილეს.

„ჩვენი პარტნიორები უკვე დაინტერესდნენ, თუ როგორ შეუძლიათ დაეხმარონ უკრაინას ზამთრის პერიოდის წინ. ჩვენ დავინახეთ მათი მზაობა, გაწიონ კონკრეტული დახმარება“, - აღნიშნა სიბიგამ.

მისი თქმით, ოდესაში გამართული სამიტის მნიშვნელოვანი სიგნალი იყო ის, რომ უკრაინა მარტო არ არის. „ჩვენი უახლოესი მოკავშირეები ჩვენთან არიან, ჩვენი უახლოესი პარტნიორები ჩვენთან არიან“, - დასძინა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, ოდესაში გუშინ უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამიტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საბერძნეთის, ხორვატიისა და მონტენეგროს ლიდერებმა, ასევე სერბეთის პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics