15:21 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-03 10:14:20, 604 ნახვა

მსოფლიო
ვიქტორ ორბანი - ბრიუსელში ბიუროკრატები მხარს არ უჭერენ აშშ-ის სამშვიდობო გეგმებს რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით

უნგრეთის პრემიერ - მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბრიუსელის მიერ რუსეთ-უკრაინის ომის გახანგრძლივების გადაწყვეტილების გამო თავდაცვის საბჭო მოიწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლტან კოვაჩი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ვიქტორ ორბანის განცხადებით, ბრიუსელს ომის გაგრძელება სურს და მხარს არ უჭერს შეერთებული შტატების სამშვიდობო გეგმებს.

„ეს შეხვედრა იმიტომ მოვიწვიეთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ კიდევ უფრო შემაშფოთებელი ამბები ვრცელდება. სიტუაცია ნათელია, სამწუხაროდ, პრეზიდენტ ტრამპის ამბიციების მიუხედავად, ჩვენ ომიდან კი არ გავდივართ, არამედ კიდევ უფრო შევდივართ. ბრიუსელში ბიუროკრატები მხარს არ უჭერენ აშშ-ის სამშვიდობო გეგმებს. მათ გადაწყვიტეს, რომ უკრაინამ ომი უნდა გააგრძელოს“, - განაცხადა ორბანმა შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ ვიდეო მიმართვაში.

მისი თქმით, უნგრეთი ომის გაგრძელების წინააღმდეგია და მხარს უჭერს აშშ-ის სამშვიდობო ძალისხმევას.

„მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ბრიუსელის ხელმძღვანელობა დაინტერესებულია ომის გაგრძელებით და ყველაფერს გააკეთებს, რათა უნგრეთი ომის მომხრე ევროპულ კოალიციაში ჩაერთოს. მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ უნგრეთის წინააღმდეგ სადაზვერვო ოპერაციები და უცხოეთიდან დაფინანსებული ცილისწამების კამპანიები გაძლიერდება. თავდაცვის საბჭომ მიიღო ქვეყნის უსაფრთხოებისთვის აუცილებელი გადაწყვეტილებები. უნგრეთის სუვერენიტეტი და უნგრელი ოჯახების უსაფრთხოება კვლავაც დაცული იქნება“, - აღნიშნა ორბანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics