16:05 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-16 15:47:31, 743 ნახვა

ეკონომიკა
ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი

ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.

როგორც „ექსპესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს,  ცერემონიას საქართველოს პრემიერ–მინისტრი და აჭარისავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე არჩილ ხაბაზე დაესწრნენ. 

"საყოველთაო ჯანდაცვა ჩვენთვის არის პრიორიტეტი, ის რომ ჯანდაცვა უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ამავე დროს ხელმისაწვდომი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის კიდევ ერთხელ დასტურდება ამ ობიექტის გახსნით,"- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

 გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ბათუმის მრავალპროფილური რესპუბლიკური საავადმყოფო 170 საწოლზე იქნება გათვლილი. ახალისაავადმყოფო თანამედროვე ტექნიკით და ინვენტარით იქნება აღჭურვილი და პაციენტებს მაღალი ხარისხის მომსახურებას შესთავაზებს.

ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოს არსებობის ისტორიაში  სამედიცინო დაწესებულება  მოსახლეობას მეანობასა და ბავშვთა სამედიცონომოსამხურებას პირველად შესთავაზებს.

ახალი სახელმწიფო საავადმყოფო ყველა მიმართულების გადაუდებელი მდგომარეობის  მომსახურებას უზრუნველყოფს. მოსახლეობა შეძლებსეფექტური და ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურების მიღებას.

სამედიცინო დაწესებულების მშენებლობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტიდან 22 მლნ ლარით დაფინანსდება. ამ ეტაპზემიმდინარეობს ფუძის მოწყობის სამუშაოები. მშენებლობაზე 30 ადამიანია დასაქმებული. ეს ციფრი სამომავლოდ 60-მდე გაიზრდება.

მრავალფუნქციური საავადმყოფოს მშენებლობა 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics