10:26 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-16 13:33:35, 715 ნახვა

ეკონომიკა
GM Pharmaceuticals-მა საერთაშორისო ფარმაცევტულ და ტექნოლოგიურ გამოფენაზე ქართული ფარმაცევტული წარმოება წარადგინა

15 - 17 მარტს GM Pharmaceuticals-მა მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით, ქართული ფარმაცევტული წარმოება ქალაქ დუბაიში გამართულ საერთაშორისო ფარმაცევტულ და ტექნოლოგიურ გამოფენაზე - DUPHAT 2016 კიდევ ერთხელ წარადგინა.

DUPHAT 2016 - ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და უმსხვილესი გამოფენაა ახლო აღმოსავლეთში. იგი ყოველწლიურად იმართება 1995 წლიდან და მასპინძლობს მსოფლიოს წამყვან ფარმაცევტულ კომპანიებს - მწარმოებლებს, დისტრიბუტორებს, ფარმაცევტული მარკეტინგის სპეციალისტებს. DUPHAT 2016  საშუალებას აძლევს პროფესიონალებს ერთმანეთს დაუკავშირდნენ ახლო აღმოსავლეთს, ჩრდილოეთ აფრიკას, ევროპასა და აზიას.

„GM Pharmaceuticals - წარმოადგინა  ქართული ფარმაცევტული წარმოება - 185 ზე მეტი დასახელების პროდუქტი, წარმოებული საერთაშორისო სტანდარტებით და დიდი ინტერესი გამოიწვია სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებს შორის. დაიდო ახალი კონტრაქტები და დაიგეგმა ახალი პროექტები, რომელთა წყალობით GM Pharmaceuticals - კიდევ ერთხელ მოხვდება საერთაშორისო არენაზე როგორც ქართული, ევროპული სტანდარტების მქონე ფარმაცევტული ბრენდი“, - აცხადებენ „GM Pharmaceuticals“-ში.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics