20:41 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-06 18:17:53, 792 ნახვა

მსოფლიო
გერმანიის კანცლერად ფრიდრიხ მერცი აირჩიეს

ფრიდრიხ მერცი გერმანიის კანცლერი გახდა.

გერმანიის კანცლერობის კანდიდატმა, ფრიდრიხ მერცმა ბუნდესტაგში გამართულ მეორე კენჭისყრაზე კანცლერობისთვის საჭირო ხმათა რაოდენობა მიიღო.

მერცის კანდიდატურას მხარი 325-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა 289-მ მისცა.

შეგახსენებთ, დღეს, გერმანიის პარლამენტმა ხმის მიცემის პირველ ტურში ფრიდრიხ მერცი კანცლერად ვერ აირჩია. „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერის, ფრიდრიხ მერცის კანდიდატურას გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატაში ჩატარებული კენჭისყრის პირველ ტურში მხარი 310-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო მას ბუნდესტაგის წევრების უმრავლესობის, 316 დეპუტატის ხმა სჭირდებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics