23:19 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-06 16:28:08, 674 ნახვა

მსოფლიო
რუსეთი პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას ცდილობს

რუსეთი პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას და სიტუაციის გაკონტროლებას ცდილობს. ამის შესახებ ციფრულ საქმეთა მინისტრმა, კშიშტოფ გავკოვსკიმ Reuters-ს განუცხადა.

„პოლონეთის ამჟამინდელი საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ჩვენ ვდგავართ რუსული მხრიდან საარჩევნო პროცესში ჩარევის უპრეცედენტო მცდელობის წინაშე. ეს ხდება დეზინფორმაციის გავრცელებით, პოლონეთის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ჰიბრიდულ თავდასხმებთან ერთად, სახელმწიფოს ნორმალური ფუნქციონირების პარალიზების მიზნით“, - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, თავდასხმები მიმართულია წყალმომარაგებისა და წყალარინების კომპანიების, თბოელექტროსადგურების და ჰიდროელექტროსადგურების და სახელმწიფო ადმინისტრაციის ორგანოების წინააღმდეგ. მისი თქმით, პოლონეთში რუსული აქტივობის დონე, კიბერშეტევების თვალსაზრისით, გასულ წელთან შედარებით გაორმაგდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics