00:45 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-06 11:15:01, 648 ნახვა

მსოფლიო
„ჰამასის“ ოფიციალური პირი - „ჰამასი“ ისრაელთან ზავის შესახებ მოლაპარაკებებით დაინტერესებული აღარ არის

„ჰამასი“ ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებით აღარ არის დაინტერესებული მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზაში ახალი შეტევის გეგმის შესახებ განაცხადა, - ამის შესახებ „ჰამასის“ ოფიციალურმა პირმა, ბასემ ნაიმმა მედიასთან საუბარში განაცხადა.

„აზრი არ აქვს მოლაპარაკებებში ჩართვას ან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ახალი წინადადებების განხილვას, სანამ ღაზის სექტორში შიმშილისა და განადგურების ომი გრძელდება“, - განაცხადა ნაიმმა.

მან საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა „ზეწოლა მოახდინონ ნეთანიაჰუს მთავრობაზე, რათა ღაზაში შიმშილის, წყურვილისა და მკვლელობების დანაშაულები დაასრულოს“.

შეგახსენებთ, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციის გაფართოების გეგმა დაამტკიცა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ღაზაში ახალი სამხედრო ოპერაცია, რომლის მიზანი „ჰამასის“ დამარცხებაა, ინტენსიური იქნება და უსაფრთხოების მიზნით მოსახლეობის გადაადგილება მოხდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics