17:32 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-01 18:12:18, 868 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკიმ არესტოვიჩს სანქციები დაუწესა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე ფიზიკურ პირსა სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა შორის არის უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი.

ახალი ბრძანების მიხედვით, სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ:

  • ოლექსი არესტოვიჩი;
  • სტანისლავ ბერნვალდი (რუსი პროპაგანდისტი);
  • კონსტანტინ ბონდარენკო (უკრაინელი პრორუსული შეხედულებების პოლიტოლოგი);
  • დმიტრი ვასილეცი (უკრაინელი პრორუსული შეხედულებების ბლოგერი);
  • ანასტასია კაშევაროვა (რუსი პროპაგანდისტი);
  • მიროსლავ ოლეშკო (უკრაინელი პრორუსი ბლოგერი);
  • პაველ ონიშენკო (ე.წ. გამათავისუფლებელი მოძრაობა "სლობოჟანსკაია სეჩის" დამფუძნებელი);
  • ალექსანდრ სემჩენკო (რუსეთში გაქცეული უკრაინელი პოლიტიკოსი);
  • ალექსანდრ სკუბჩენკო (უკრაინელი პრორუსი პროპაგანდისტი);

ბრძანებაში წერია, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ანალოგიური სანქციების საკითხი უნდა განიხილოს აშშ-სა და ევროპასთან.

2023 წლის იანვარში არესტოვიჩმა თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც ივარაუდა, რომ რუსული რაკეტა, რომელმაც დნეპრში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა, უკრაინულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდო.

უკრაინაში არესტოვიჩის წინააღმდეგ ორი საქმეა აღძრული – ერთი "ძალადობის პროპაგანდისთვის", მეორე ცრუ ჩვენებების მიცემისთვის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics