12:42 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-29 11:17:06, 510 ნახვა

მსოფლიო
კანადის არჩევნებში ლიბერალურმა პარტიამ გაიმარჯვა

კანადის დამოუკიდებელი სახელმწიფო სამსახურის, Election Canada-ს წინასწარი მონაცემებით, კანადის ფედერალურ არჩევნებში ლიბერალურმა პარტიამ გაიმარჯვა, რომლის ლიდერიც ქვეყნის პრემიერმინისტრი, მარკ კარნია.

Election Canada-ს უახლესი მონაცემებით, ინფორმაცია საარჩევნო უბნების %-იდან აქვთ მიღებული. 

სახელმწიფო სამსახურის წინასწარი შედეგების თანახმად, ლიბერალური პარტია ხმების 43.3%-ს აიღებს და შედეგად 343-კაციან თემთა პალატაში 167 ადგილს მოიპოვებს, კონსერვატორები კი 41.6%-ს მიიღებენ და 145 ადგილი ექნებათ. უმრავლესობისთვის საჭიროა 172 ადგილი.

კონსერვატორების პარტიის ლიდერი, პიერ პოლიევრმა დამარცხება აღიარა და კარნის გამარჯვება მიულოცა. მისი თქმით, ლიბერალურმა პარტიამ, გამარჯვების მიუხედავად, პარლამენტში ადგილების უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო.

"კანადელებმა უმცირესობის მთავრობა აირჩიეს, ხმების რაოდენობის მხრივ ფაქტობრივად ფრედ დასრულდა. ასე რომ, მსურს, პრემიერმინისტრ კარნის ამ უმცირესობის მთავრობის გაძღოლა მივულოცო. დებატისა და უთანხმოების მრავალი შესაძლებლობა მოგვეცემა, მაგრამ ამ ღამით ჩვენ ერთად უნდა ვიდგეთ, როგორც კანადელები. კანადას ყოველთვის პრიორიტეტს მივანიჭებთ, როდესაც პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან ტარიფებსა და უპასუხისმგებლო მუქარებს ვუყურებთ". - თქვა პოლიევრმა. 

კანადური მედია CTV-ის წინასწარი მონაცემებით, ლიბერალური პარტია პარლამენტში უმრავლესობას ვერ მოიპოვებს, ხოლო CBS იტყობინება, რომ ამაზე მსჯელობა ნაადრევია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics