2025-04-07 18:34:51, 690 ნახვა
მსოფლიო
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში წყალდიდობას, სულ მცირე, 33 ადამიანი ემსხვერპლა
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გადაუღებელი წვიმების შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას, სულ მცირე, 33 ადამიანი ემსხვერპლა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სტიქიის ეპიცენტრი ქვეყნის დედაქალაქი, კინშასაა. ქალაქი, რომელშიც 17 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს და მდინარე კონგოს ნაპირზეა გაშენებული.
როგორც BBC აღნიშნავს, კონგოში წყალდიდობები საკმაოდ გახშირებულია, მდინარე კონგოში კი წყლის სიმაღლის დონე უკანასკნელ ექვს ათწლეულში ყველაზე მაღალია.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სტიქიამ დააზიანა საცხოვრებელი სახლები, მათ შორის, ათობით სახლი წყლის მოვარდნილმა მასამ მთლიანად წაიღო.
სტიქიის შედეგად ქალაქის ნაწილს შეზღუდული აქვს ელექტროენერგიასა და სასმელ წყალზე წვდომაც.
ავტორი: ექსპრესნიუსი,