09:13 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-06 10:30:35, 681 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - ეს ეკონომიკური რევოლუციაა და ჩვენ გავიმარჯვებთ

ეს ეკონომიკური რევოლუციაა და ჩვენ გავიმარჯვებთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, „ჩინეთი უფრო დიდად დაზარალდა, ვიდრე აშშ“.

„სამუშაო ადგილებსა და ბიზნესს უკან ვაბრუნებთ. უკვე ხუთ ტრილიონზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა და ეს კიდევ იზრდება. მტკიცედ დადექით, ეს მარტივი არ იქნება, მაგრამ საბოლოო შედეგი ისტორიული იქნება. ამერიკას კვლავ დიდებულს გავხდით“, - წერს დონალდ ტრამპი.

ცნობისთვის, 2 აპრილს დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ ყველა სახის ჩინურ საქონელზე დამატებითი 34%-იანი ტარიფები გამოაცხადა, რასაც 4 აპრილს ჩინეთმა ამავე რაოდენობის ტარიფებით უპასუხა.

ჩინეთის მიერ საპასუხო ტარიფების გამოცხადებას აშშ-ის პრეზიდენტი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ჩინეთი პანიკაში ჩავარდა“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics