2025-03-31 19:12:27, 912 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინმა საშემოდგომო გაწვევის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა
ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას საშემოდგომო გაწვევის შესახებ, რომლის თანახმადაც სამხედრო სამსახურში 160 000 რუსეთის მოქალაქეს გაიწვევენ, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„2025 წლის 1-ელი აპრილიდან 15 ივლისის ჩათვლით განხორციელდეს 18-დან 30 წლამდე რუსეთის მოქალაქეების გაწვევა, რომლებიც რეზერვში არ არიან და სამხედრო სამსახურში გაწვევას ექვემდებარებიან, 160 000 ადამიანის ოდენობით“, - ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებაში.
ცნობისთვის, რუსეთში 2024 წელს საგაზაფხულო გაწვევის ფარგლებში 150 000, ხოლო შემოდგომაზე 133 000 მოქალაქე გაიწვიეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,