08:28 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-27 20:24:30, 786 ნახვა

მსოფლიო
სომხეთმა თურქმენეთთან ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხზე მოლაპარაკებები დაიწყო

სომხეთის პრემიერმინისტრის მრჩევლის, არტაშეს ტუმანიანის თქმით, სომხეთმა თურქმენეთთან ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხზე მოლაპარაკებები დაიწყო.

ტუმანიანის თქმით, სახელმწიფო კომპანია თურქმენგაზთან ხელშეკრულების გაფორმება იგეგმება, ხოლო ბუნებრივი აირის სომხეთში მიწოდება ირანის გავლით, SWAP სქემის მეშვეობით მოხდება. ირანმა გაზის ტრანზიტზე თანხმობა უკვე განაცხადა.

ტუმანიანმა ასევე დააზუსტა, რომ საუბარია 600 მილიონიდან 1 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზის მიწოდებაზე, თუმცა ფასის საკითხი ჯერ კიდევ განხილვის საგანია.

"ასევე ვმართავთ მოლაპარაკებებს თურქმენული გაზის სომხეთის გავლით საქართველოში მიწოდებაზე და თბილისმა უკვე დაადასტურა თანხმობა" -დაამატა ტუმანიანმა. მისი თქმით, ეს შესაძლებლობას მისცემს გაზის მიწოდებას შავიზღვისპირა რეგიონის ქვეყნებისთვის.

ამჟამად სომხეთის შიდა მოხმარებისთვის გაზის ერთადერთი მიმწოდებელია რუსული Газпром-ია. გაზი რესპუბლიკაში შემოდის საქართველოს გავლით და 2030 წლამდე მისი ფიქსირებული ფასი — 1000 კუბურ მეტრზე 165 აშშ დოლარია. სომხეთი ასევე თანამშრომლობს ირანთან "გაზი ელექტროენერგიის სანაცვლოდ" პროგრამის ფარგლებში, რომლის მიხედვითაც, ყოველწლიურად სომხეთი 2.6 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი გაზის იმპორტს ახორციელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics