09:45 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-24 10:00:12, 464 ნახვა

მსოფლიო
ექრემ იმამოღლუ - ერი დაუვიწყარ სილას გაარტყამს ამ ხელისუფლებას

„რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ საპრეზიდენტო პრაიმერიზში რეკორდული აქტივობა იყო. ერი დაუვიწყარ სილას გაარტყამს ამ ხელისუფლებას, - ასე გამოეხმაურა პატიმრობაში მყოფი სტამბოლის მერი, ექრემ იმამოღლუ „რესპუბლიკურ სახალხო პარტიაში“ ჩატარებულ შიდაპარტიულ არჩევნებს, რომელიც პარტიამ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატის გამოსავლენად ჩაატარა.

„მინდა გაგიზიაროთ ამბავი სილვირის ციხიდან, რომელმაც ძალიან გამახარა. ჩვენი „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ საპრეზიდენტო პრაიმერიზში რეკორდული აქტივობა იყო. 15 მილიონმა ჩვენმა მოქალაქემ მისცა ხმა. სამთავრობო ტირანიით, დანგრეული ეკონომიკით და უკანონობით დანგრეული ამ ქვეყნის ათობით მილიონი ადამიანი საარჩევნო ყუთებისკენ გაიქცა. მათ ერდოღანს უთხრეს "საკმარისია". ერი დაუვიწყარ სილას გაარტყამს ამ ხელისუფლებას“, - წერს იმამოღლუ სოციალურ ქსელში.

პარტიის ლიდერმა, ოზგურ ოზელმა განაცხადა, რომ პრაიმერიზში პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევას ხმა 15 მილიონმა ადამიანმა მისცა. სტამბოლში გამართულ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ოზელმა აღნიშნა, რომ ამ ხმებიდან დაახლოებით 1.6 მილიონი პარტიის წევრებს ეკუთვნის, დანარჩენი კი იმამოღლუს მიმართ სოლიდარობის გამოხატვის ნიშნად სხვა მოქალაქეების ხმებია. ოზელის მტკიცებით, ხმებმა აჩვენა, რომ ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია.

ცნობისთვის, თურქეთის ოპოზიციურმა „რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ“ 2028 წლის არჩევნების საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსავლენად თურქეთსა და რამდენიმე ქვეყანაში საარჩევნო ყუთები განათავსა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რუსეთში დამკრძალავი კომპანიების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, უკრაინაში რეკორდული დანაკარგის ფონზე.
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics