14:36 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-18 16:05:04, 615 ნახვა

სამართალი
მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი 31 მარტისთვის გადაიდო

ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო.

მოსამართლემ პროცესის გადადების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დაცვის მხარემ საქმეზე ახალი მტკიცებულებების დართვის შუამდგომლობა დააყენა.

როგორც მოსამართლე ნინო სახელაშვილმა განმარტა, მტკიცებულებები მოცულობითია და მისთვის გასაცნობად როგორც ბრალდების მხარეს, ისე სასამართლოს დრო სჭირდება.

მისივე თქმით, მომდევნო სხდომას სწორედ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ახალი მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე მსჯელობით დაიწყებენ.

სასამართლო პროცესი 31 მარტს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.

გამოძიება გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს „სისხლის სამართლის კოდექსის“ 353-ე მუხლს ედავება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics