12:11 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-14 17:39:32, 769 ნახვა

სამართალი
ბაჩო ქაჯაიას საქმის განხილვის ვადა შსს-მ სამ თვემდე გაზარდა

მსახიობ ბაჩო ქაჯაიას დღეს უთხრეს, რომ “შსს ერთთვიან ვადაში ვერ ჩაეტია და განხილვის ვადა სამ თვემდე გაზარდეს.“

მსახიობის თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებამ ძალიან ზუსტად და სწორად უპასუხა იმ გამოწვევას, რომელიც თავიდან დააყენა ე.წ. რეჟიმმა, დაჯარიმებებთან დაკავშირებით.

მოგვივიდა შეტყობინება, რომ ერთთვიან ვადაში ვერ ჩაეტია შსს და განხილვის ვადა სამ თვემდე გაზარდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებამ ძალიან ზუსტად და სწორად უპასუხა იმ გამოწვევას, რომელიც თავიდან დააყენა ე.წ. რეჟიმმა, ამ დაჯარიმებებთან დაკავშირებით.

გვქონდა შეთანხმება, რომ დისკის საშუალებით უნდა გამოეგზავნათ ფოსტით ჩემთან, რადგან ძალიან მაღალი ხარისხის არის ეს ვიდეომასალები, რომლებიც ამ კამერებით არის არის გადაღებული, დისკზე არ ეტევა და 128 გიგაბაიტინია მეხსიერების ბარათი მოვიტანე იმისთვის, რომ ჩაიტვირთოს. აქვე მკითხეს თანამშრომლებმა, მეგობრულად, რამე ახალს ხომ არ იღებთო და მე ვუთხარი, რომ რუსთაველზე ვდგავართ და ჩვენ გვიღებენ ძალიან მაღალი ხარისხის კამერებით და ამით ცდილობენ დაგვაჯარიმონ, იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ჩვენი საქმე ვაკეთოთ და იქეთ ავიღოთ ჰონორარები-მეთქი.

ვერ მიაღწიეს იმ შედეგს, არ შეშინდა ხალხი და ისევ გამოდის რუსთაველზე, - განაცხდა ბაჩო ქაჯაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics