12:29 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-16 18:36:10, 489 ნახვა

პოლიტიკა
გიგი უგულავა: შვილების ნახვის გამო მზად ვარ, იგივე გავიარო

გიგი უგულავას ადვოკატებმა  დედაქალაქის ყოფილი მერისთვის აღკვეთი ღონისძიების გირაოთი შეცვლა მოითხოვეს.
უგულავამ კი, სასამართლო პროცესზე ამის არგუმენტად, მისი შვილების ნახვა დაასახელა, რისი საშუალებაც, მისივე თქმით პროკურატურამ არ მისცა.
ყოფილი მერის თქმით, თავისუფლებაში ყოფნის დროს მას უნდა საკუთარ შვილებს მისი ციხეში ყოფნის მიზეზები აუხსნას.
 „რასაც გულწრფელად ვნანობ და რასაც დღეს მივხვდი, რაც უნდა გამეკეთებინა, იყო ის, რომ ამისთვის ჩემი შვილები  შემეგუებინა.  ამიტომ, ერთადერთი არგუმენტი, რის გამოც მე დღეს მინდა რომ ისინი ვნახო, არის ის, რომ  ავუხსნა ეს ყველაფერი. დარწმუნებული ვარ, როდესაც მე მათ ავუხსნი, ისინი გაიგებენ და მერე მე ნებისმიერ გამოწვევას მშვიდად შევხვდები. ამის მცდელობა მე მქონდა, მაგრამ სამწუხაროდ საგამოძიებო მოქმედებების გამო, ვციტირებ პროკურატურას, ბავშვებთან შეხვედრის საშუალება არ მომეცა, არც მეუღლესთან. ერთადერთი რის გამოც  მე მზად ვარ, თავიდან გავიარო ის წრე, და ვინც პატიმარი ყოფილა იცის, რომ ეს წრე თავიდან ძალიან ძნელი გასავლელია, მაგრამ მე ამაზე შეგნებულად მივდივარ ერთადერთი რამის გამო, შვილების გამო, რომ ვნახო ისინი და ეს ყველაფერი ავუხსნა“, – აღნიშნა უგულავამ.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას სასამართლო პროცესი გაიმართა.  დაცვის მხარემ უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლა მოითხოვა. თუმცა, გათავისუფლდება თუ არა თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა წინასწარი პატიმრობიდან 18 თებერვალს 13:00 საათზე გახდება ცნობილი.
მოსამართლემ ადვოკატების  შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მისაღებად დრო სწორედ 18 თებერვლამდე  ითხოვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეში ექსპორტისთვის განკუთვნილ ნავთობის მსხვილ სატუმბო სადგურს შეუტიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics