14:36 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-05 17:26:10, 660 ნახვა

სამართალი
გიორგი ბაჩიაშვილს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ მიიღო.

როგორც პროკურორი ანი ხახანაშვილი განმარტავდა, ბაჩიაშვილმა საქართველოს საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა სომხეთი კი რუსეთის ფედერაციის პასპორტით დატოვა.

ხახანაშვილის თქმით, საქმეში არსებობს მოწმეთა გამოკითხვისა და სოციალური ქსელის დათვალიერების ოქმები. პროკურორის შუამდგომლობით, ბაჩიაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ასევე, ფორმალური საფუძვლები არსებობს.

პროკურორის თქმით, ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, მტკიცებულებათა მოპოვების ხელის შეშლის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები არსებობს.

როგორც ხახანაშვილმა აღნიშნა, ბაჩიაშვილი მოსალოდნელი მკაცრი სასჯელის შიშით მიიმალებოდა, რომ მას ორ საქმეზე გირაო აქვს შეფარდებული, თუმცა, ამის მიუხედავად, მან დაარღვია გირაოს პირობები და ახალი დანაშაული ჩაიდინა.

პროკურორის თქმითვე, საქმეზე დასადგენია ბაჩიაშვილთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირები და ასევე ის, თუ როგორ გადაკვეთა საზღვარი.

ადვოკატი ბრალდების მხარის შუამდგომლობას არ დაეთანხმა. როგორც ლევან მახარაშვილმა აღნიშნა, ბაჩიაშვილი აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩენილიყო.

მოსამართლემ ბრალდების შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდება დღეს წარუდგინა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics