23:41 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-12 10:14:36, 582 ნახვა

ომი უკრაინაში
ტრამპი ზელენსკისთან მოსალაპარაკებლად კიევში ფინანსთა მინისტრს აგზავნის

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელსაც უკრაინის დახმარების სანაცვლოდ ქვეყნის ბუნებრივ რესურსებზე წვდომა სურს, კიევში მიავლენს ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტს.

ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ ბესენტს უკრაინაში აგზავნის პრეზიდენტ ზელენსკისთან შესახვედრად.

აშშ-ის პრეზიდენტი ისევ აცხადებს, რომ ომი მალე უნდა დამთავრდეს და დამთავრდება და კვლავ ხაზს უსვამს ამერიკის მიერ დახარჯულ მილიარდებს. დონალდ ტრამპს სკოტ ბესენტის ვიზიტის თარიღი არ დაუკონკრეტებია.

სააგენტო Reuters-ის წყაროთა თანახმად, ბესენტი უკრაინაში ამ კვირაში ჩავა და ქვეყნის ხელისუფლებასთან განიხილავს იშვიათ მიწათა ელემენტებზე აშშ-ის წვდომის საკითხს და უკრაინის ენერგორესურსებსა და ენერგეტიკის სფეროში არსებულ აქტივებს. სააგენტოს წყაროების ინფორმაციით, საუბარი იქნება უკრაინის ზოგიერთ სახელმწიფო საწარმოზეც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics