03:04 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-31 15:22:47, 387 ნახვა

სამართალი
ვითხოვთ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას - PACE-ს პრეზიდენტი

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE-ს) პრეზიდენტი თეოდოროს რუსოპულოსი ხელისუფლებისგან ითხოვს „ბათუმელების“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას.

„მსურს, გამოვეხმაურო ერთ შემთხვევას, რომელიც კარგად არის ცნობილი თქვენი ხალხისთვის. ვსაუბრობ ჟურნალისტ მზია ამაღლობელზე. ის დაპატიმრებულია, შიმშილობს და ჩვენ - პირადად მე და ასამბლეა - ვითხოვთ საქართველოს მთავრობისგან, გაათავისუფლონ იგი. იმიტომ, რომ ეს არის არასამართლიანი, უსამართლო. იმიტომ კი არ [უნდა გაათავისუფლონ მზია ამაღლობელი], რომ მე ამას ვითხოვ, როგორც პრეზიდენტი, არამედ იმიტომ, რომ ამავდროულად ეს არის გზა, რომლითაც საქართველოს მთავრობას შეუძლია დაამტკიცოს, რომ ნამდვილად პატივს სცემს ადამიანის უფლებებს“, - თქვა PACE-ს პრეზიდენტმა.

„მინდა შევახსენო საქართველოს მთავრობასა და პრემიერ-მინისტრს, რომ წელს ჩვენ აღვნიშნავთ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 75 წლის იუბილეს. ასე რომ, ქვეყანამ, - ყველა ქვეყანამ, რომელიც არის ამ დიდი ორგანიზაციის წევრი, რომელიც მხარს უჭერს და პატივს სცემს და ემსახურება ადამიანის უფლებებს, დემოკრატიას და კანონის უზენაესობას, - უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები“, - განაცხადა თეოდოროს რუსოპულოსმა.

მზია ამაღლობელი, რომელსაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება პოლიციელისათვის სილის გაწვნის გამო, - „პოლიციელზე თავდასხმის“ ბრალდებით, რასაც იურისტები დაუსაბუთებლად მიიჩნევენ, - მე-20 დღეა, საპატიმროში შიმშილობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics