2016-03-05 09:37:59, 709 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი 2.4716 ლარი ღირს
ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს, 2.4716 ლარი ღირს, გუშინ მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.4703 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0013 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო დღეს, 2.7146 ლარი ღირს, გუშინ მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.6827 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0319 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან