21:44 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-14 12:47:09, 337 ნახვა

სამართალი
პროკურატურა „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის გამოყენებას ითხოვს

პროკურატურა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე სახელმწიფო ბრალდებამ შესაბამისი შუამდგომლობა დააყენა და იმ გარემოებებზე ისაუბრა, რაც ამაღლობელის დაკავებას უძღოდა წინ.

„11 იანვარს, საღამოს, პოლიციის შენობის შესასვლელ ეზოში, ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსის მოადგილის მიერ ბრალდებულის ადმინისტრაციული წესით დაკავება მოხდა. რამდენიმე წუთის შემდეგ ხელწერილის საფუძველზე ქალბატონი მზია გამოდის კვლავ იმავე ადგილზე. რამდენიმე წუთში შემდეგ, იმავე ადგილზე, პოლიციის შენობის შესასვლელ ეზოში პოლიციის თანამშრომელზე, საქალაქო სამმართველოს უფროსის წინაშე თავდასხმა ხდება - მოქაჩვა, ხელის დარტყმა, შესაბამისად, ხდება მისი სისხლის სამართლებრივად დაკავება და გადაყვანა“,- განაცხადა პროკურორმა.

სასამართლოს შუამდგომლობით მიმართვა დაცვის მხარემაც. მზია ამაღლობელის ადვოკატებმა, მათი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდება მოითხოვეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი ერთ საათზე მეტია მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე სასამართლომ ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე უნდა იმსჯელოს. სხდომას მოსამართლე ნინო სახელაშვილი უძღვება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics