18:23 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-11 14:32:47, 450 ნახვა

სამართალი
როგორ აფასებენ მსახიობები საპოლიციო ძალების რეჟიმს და სასამართლო პროცესს

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე მსახიობმა ეკა დემეტრაძემ მკაცრად გააკრიტიკა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის გადაწყვეტილება, რომელმაც არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა დარბაზის შეცვლის შესახებ. დემეტრაძე პროცესს „ძალადობრივი საპოლიციო რეჟიმის“ გამოვლინებად აფასებს და აღნიშნავს, რომ ის ემსახურება მხოლოდ ერთი ადამიანის, მისი მილიარდების დაცვის ინტერესებს.

„ვხედავთ, ეს არის ძალადობრივი საპოლიციო რეჟიმი, რომელიც ემსახურება მხოლოდ ერთი ადამიანის სურვილებს და მისი მილიარდების დაცვას. ეს ადამიანები არ აცნობიერებენ ამას, მაგრამ მოვა დრო და ისინი ამას აუცილებლად გააცნობიერებენ. დღეს კი, თავად დარბაზიც კი არ შეცვალეს, ამიტომაც, რა მოლოდინი უნდა გვქონდეს? მილიარდების დამცველებს ეშინიათ ხალხის ერთიანობისა და თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხის,“ - განაცხადა ეკა დემეტრაძემ.

პროცესს ეხმაურება მსახიობი ნანკა კალატოზიშვილიც, რომელმაც სასამართლო გადაწყვეტილებას კიდევ უფრო მკაცრად შეაფასა.

„მურუსიძის სასამართლომ და მურუსიძემ, რამდენი დედა უნდა გაამწაროს? ყოველ წელს და ყოველ მთავრობის დროს! ეს არის ადამიანი, რომელიც ამწარებდა დედებს… სტუდენტები, როგორ შეიძლება, რომ დღევანდელ სასამართლოს მოსამართლეები, რომელთა უმეტესობა მხოლოდ ორი კურსით არის განათლებული, ასამართლებენ? ეს წარმოუდგენელი შარიკოების ქვეყანა ხდება,“ - განაცხადა კალატოზიშვილმა.

ამ ყველაფრის ფონზე, სასამართლოში არსებულ დაძაბულ გარემოში, როგორც კალატოზიშვილი, ისე დემეტრაძე მოუწოდებენ საზოგადოებას, რომ გააცნობიერონ არსებული სისტემური პრობლემა დაგაერთიანდნენ თავისუფლებისათვის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics