01:12 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-02 11:48:58, 467 ნახვა

სამართალი
ამიერიდან პოლიციაში დასაქმება კონკურსის გავლის გარეშეა შესაძლებელი

2025 წლის 1 იანვრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლება აქვს პოლიციაში სამუშაოდ ადამიანები კონკურსის გარეშე დაასაქმოს. კანონი, რომელიც სამინისტროს ამ უფლებას აძლევს, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა დაჩქარებული სახით მიიღო.

ამ დრომდე კანონში ეწერა, რომ „პოლიციაში სამუშაოდ პირი მიღებული უნდა იქნეს სპეციალური კონკურსის გავლის შედეგად“.

„პოლიციაში სამუშაოდ პირი, როგორც წესი, მიღებული უნდა იქნეს სპეციალური კონკურსის გავლის შედეგად. სპეციალური კონკურსის გავლის გარეშე პოლიციაში სამუშაოდ პირის მიღების წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით“, - წერია „პოლიციის შესახებ“ კანონის ახალ ჩანაწერში.

დოკუმენტმა ხელი მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტაც ინაუგურაციის დღესვე, 29 დეკემბერს მოაწერა ხელი.

კანონპროექტის მიღება დროში ემთხვევა დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში მიმდინარე ხალხმრავალ დემონსტრაციებს. ბარიერგადალახული ოპოზიცია და აქციაზე მყოფი ათასობით ადამიანი ფიქრობს, რომ 2024 წლის არჩევნები გაყალბდა და ითხოვენ ხელახალ არჩევნებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics