2024-12-24 15:01:16, 850 ნახვა
ომი უკრაინაში
ორბანი - უკრაინაში მიმდინარე ომი 2025 წელს ან სამშვიდობო მოლაპარაკებებით დასრულდება, ან მხარეებიდან ერთ-ერთი განადგურდება
უკრაინაში მიმდინარე ომი 2025 წელს ან სამშვიდობო მოლაპარაკებებით დასრულდება, ან მხარეებიდან ერთ-ერთი განადგურდება,- ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უცხოურ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა.
ორბანი იმედოვნებს, რომ 2025 წელს უკრაინაში ომი დასრულდება და ევროპას უნგრეთთან ერთად დიდი ეკონომიკური წარმატება ექნება.
„ომი 2025 წელს დასრულდება - ან შესაძლებელი იქნება მისი დასრულება სამშვიდობო მოლაპარაკებებით, ან მეომარი მხარეებიდან ერთ-ერთი განადგურდება. ევროპასა და უნგრეთს დიდი ეკონომიკური წარმატება ექნებათ“,- აღნიშნა ორბანმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,