01:11 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-02 13:52:45, 608 ნახვა

ეკონომიკა
თებერვლის სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოს წინა წელთან შედარებით 24%-ით მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია

თებერვლის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოს წინა წელთან შედარებით თითქმის 24%-ით მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია. 
ამის შესახებ ეკონომიკისა დ მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა  ბრიფინგზე განაცხადა. 
ქუმსიშვილის თქმით, იმ უცხოელი  ტურისტების რიცხვი გაიზარდა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში. 
ეს მონაცემი წინა წლის თებერვალთან შედარებით 19 %-ით არის გაზრდილი. 
„ეს პრაქტიკულად რეკორდული მაჩვენებელია. ორი თვის მონაცემებით პოზიტიური ტენდენცია ევროკავშირის ქვეყნებიდან ნარჩუნდება, მათგან ზრდის კუთხით იტალია(29%) საფრანგეთი (29%) დიდი ბრიტანეთი( 14%), პოლონეთი (12%) და გერმანია (7%) ით გამოირჩევა“, - განაცხადა ქუმსიშვილმა. 
როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, ესაა შედეგი საქართველოს მთავრობის აქტიური მუშაობის,  რომელიც წარმატებით წარმართავს საქამიანობას უცხოეთის მიზნობრივ ბაზრებზე. 
„2016 წლის თებერვალში ყველაზე მეტი ვიზიტორის შემოსვლა აზერბაიჯანიდან(41,9 %) 
თურქეთიდან( 12, 2%) სოხეთიდან( 7,5%) , რუსეთიდან( 29, 2% და უკრაინიდან (29,5) % დაფიქსირდა. ასევე მნიშვნელოვანი ზრდაა ირანიდან (80,1%), ბელარუსიიდან (30,3%) და აშშ-დან (20,5%) . საერთაშორისო მოგზაურების ჯამურმა რაოდენობამ 683 561 შეადგინა, ზრდა კი 13, 9% შეადგინა. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 236 ათას 584 შეადგინა, რაც 11,% -ით მეტია წინა წელტან შედარებით“,-განაცხადა ქუმსიშვილმა. 
მინისტრის თქმით,  2016 წლის მხოლოდ თებერვლის განმავლობაში საქართველოს 70 ათასამდე საერთაშორისო მოგზაური დამატებით ესტუმრა, რაც გულისხმობს, რომ მხოლოდ გასულ თვეს 42 მილიონ ლარამდე ქვეყანამ დამატებითი შემოსავალი მიიღო. 
„მინდა ხაზი გავუვსა, რომ უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი ყოველწლიურად აღემატება ქვეყნის მოსახლეობის რიცხვს. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ მზარდ დინამიკას მომავალ წლებშიც შევინარჩუნებთ“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics